вторник, 2 марта 2010 г.

ჩვენს შესახებ

არასამთავრობო (არაკომერციული) იურიდიული პირი "ახალი–ინიციატივა" დაარსდა საინიციატივო ჯგუფის მიერ 2009 წლის 29 სექტემბერს.
(საიდენტიფიკაციო კოდი 238775740).

ა. (ა).ი. პ. ახალი-ინიციატივას ხელმძღვანელია - გურამ ხურცილავა.
ტელ:895228920 ელ.ფოსტა: guramixurcilava@mail.ru

ჩვენი მისამართია: ქ. სამტრედია, რესპუბლიკის ქ#6
ორგანიზაციას აქვს საკუთარი წესდება, რომლის მიხედვითაც ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს.

ა. (ა). ი.პ ახალი-ინიციატივას მიზნები და ამოცანები:
1. ა. (ა). ი.პ ახალი-ინიციატივას მიზნებია:

ინტელექტუალური თამაშების ფართოდ დანერგვა, მისი შემდგომი განვითარება და პოპულარიზაცია, ინტელექტუალური და ერუდირებული ახალგაზრდების გამოვლენა, სხვადასხვა დონის ინტელექტუალური ჩემპიონატების ჩატარება, სხვადასხვა სახის ტრენინგ სემინარების ჩატარება სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სათავგადასავლო და სხვა საინტერესო სფეროების შესახებ.

2 ა. (ა). ი.პ ახალი-ინიციატივას ამოცანებია:
ახალგაზრდობის აქტივობის გაზრდა, მათში კომუნიკაციის თვისებების გაღრმავება, ძნელად აღსაზრდელი, თუ სოციალურად დაუცველი მოზარდების ინტეგრაცია საზოგადოებაში, საზოგადოების უფრო მეტი ნაწილის ჩართვა ინტელექტუალური განვითარების პროცესში და ასევე სხვა ტიპის ღონისძიებების განხორციელება.

ორგანიზაციას მოპოვებული აქვს სამოქალაქო ინსტიტუციონალიზმის განვითარების ფონდის გრანტი და ახორციელებს პროექტს "ცოდნის ძალა" – პროექტის ვებ გვერდია–http://codnis-dzala.blogspot.com/.

ჩვენი ორგანიზაცია მომავალშიც გეგმავს სხვადასხვა აქტიური ღონისძიებების განხორციელებას!